დავით ზალკალიანი ეუთო/ოდირის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან, ODIHR-ის დირექტორის სპეციალურ მრჩეველთან, პიტერ მოსოპთან და საქართველოში ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ალბერტ იონსონთან შეხვედრა გამართა.

ODIHR-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, ეუთო-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო საქმიანობის სრულფასოვნად განსახორციელებლად გაწეული ქმედითი მხარდაჭერისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას, საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეფასდა, როგორც კარგად ორგანიზებული, რომლის ფარგლებშიც, კანდიდატებს ჰქონდათ თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ სათანადოდ შეფასდა და მათ გამოხმაურებებში აისახა. შეხვედრისას მიმოხილულ იქნა არჩევნების დაკვირვებისას გამოვლენილი პოზიტიური ასპექტები. აღინიშნა, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან, რაც არჩევნების შედეგებში სრულად აისახა. საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში დაფიქსირებულ ხარვეზებსა და წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ქართულმა მხარემ გამოხატა, არსებული ხარვეზების სიღრმისეული შესწავლისა და საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მჭიდრო თანამშრომლობისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის სრული მზაობა.

„შეხვედრისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს, მათ შორის, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსა და მთლიანად მისიას, საარჩევნო პროცესის საფუძვლიანი დაკვირვებისთვის და მნიშვნელოვანი შეფასებითი საქმიანობის განხორციელების შედეგად წინასწარი დასკვნების მომზადებისთვის.

შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა მხარეებს შორის მიმდინარე მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორმა (ODIHR), მატეო მეკაჩიმ გამოხატა ODIHR-ის მხრიდან მომავალშიც, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მზაობა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს