გიგი წერეთელი - უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია ძალიან სწორი და ღირსეულია, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია ძალიან სწორი და ღირსეულია, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის დასაცავად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია ცუდ მდგომარეობაშია.

„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია ძალიან სწორი და ღირსეულია, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მას თავი ვალდებულად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის მოქალაქე დაიცვას, როდესაც ეს მოქალაქე არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა უკრაინაში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

უკრაინა გავლენიანი ქვეყანაა მსოფლიოში და მისი ლიდერის ამგვარი მონდომება სერიოზული ბერკეტია, რამდენად გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამას ვნახავთ, თუმცა ისინი აუცილებლად შეეცდებიან, რომ ეს კარტი გაათამაშონ და ამით კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათი რეპუტაცია ისედაც ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის შემდეგ მათი და ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო დაზიანდება. ვფიქრობ, რომ თუ სწორად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტის მესიჯს, ეს იქნება ამ საკითხის გადაჭრის საფუძველი“, - განაცხადა წერეთელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო