ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვიზიტით პოლონეთს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძე შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროცესებსა და რეგიონალურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები პოლოენთის ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფორუმში მონაწილე ქვეყნების მთავრობის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებთან.

„ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც შესაძლებლობა მექნება მივმართო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და ვისაუბრო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს