რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველები პირველად მივიდნენ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უფლებადამცველებს არასამუშაო საათების გამო სააკაშვილთან შესვლის უფლება აქამდე არ მისცა.

„სამწუხაროდ, სასაჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილი პარასკევიდან მოგვენახულებინა. დღეს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ მას. ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, როდესაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე, ვინაიდან ის დააკავეს სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა