ლაშა დამენია - ღარიბაშვილის განცხადება მოკლებულია აზრს და ლოგიკას, ის გააკეთებს იმას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ივანიშვილი

ღარიბაშვილის განცხადება მოკლებულია აზრს და ლოგიკას, ის გააკეთებს იმას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ივანიშვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის აქტივობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ.

„ღარიბაშვილი საქართველოშიც კი არ არის ის ფიგურა, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ამიტომ მისი ნათქვამი, რომ პლანეტის ნებისმიერი ადამიანი, რომ ჩამოვიდეს მასზე არ იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული, მოკლებულია აზრს და ლოგიკას. ღარიბაშვილი გააკეთებს იმას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ივანიშვილი და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის აქტივობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხზე „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა დამენიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს