იაგო ხვიჩია - ჩვენი თავი გაგვჭირვებია, არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს

ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს, თან იცით ჩვენი პოზიცია - ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოუწოდებს თუ არა საკუთარ ამომრჩეველს, ვის მისცეს მეორე ტურში ხმა.

ხვიჩიას განცხადებით, სინამდვილეში საქმე გვაქვს სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთიან თამაშთან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამომრჩეველი ხმას რომელს მისცემს.

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვებულ პარტიებს - "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში წარმატება და მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ამ ორი დიდებული პარტიის ურთიერთობას უკეთ შეისწავლიან და ისიამოვნებენ. ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს. თან იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ახლა ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში - მიშა- ბიძინა, რომლის ფინალურ ეპიზოდებს ვხედავდით - „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ჩამოუყვანეს ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი, თვალწინ აუფრიალეს და ასეთ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა