დავით ზალკალიანი - ექსტრადირება ხდება მაშინ, თუ პირს ჩადენილი აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული - არ არის გამორიცხული, სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, უკრაინა - საქართველოს შორის ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები არსებობს და მისი „მძევლად აყვანის“ საკითხი არ განიხილება“.

„მოგეხსენებათ, მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი და არა შს მინისტრი, შესაბამისად, ჩემთვის არ არის ცნობილი სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საკითხი. შესაბამისი უწყებები, ამ მიმართულებით, მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის, თქვენც გექნებათ საშუალება გაიგოთ ზუსტად იმ კითხვებზე პასუხი, რა კითხვებსაც ახლა სვამთ თუ როგორ შემოვიდა.

ფაქტი ერთია - მე მოვისმინე, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოს პროკურატურის განცხადება, რომ გარდა იმისა, რომ ის არის მსჯავრდებული და ბრალდებული იმ 4 საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მას მისჯილი აქვს 6 წელი და ამიტომ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, მას კიდევ დაუმძიმდა საქმე, რადგან მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შესაბამისი ბრალი, როგორც პროკურატურის განცხადებაში იყო, მას წარედგინება.

რაც შეეხება უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით საკითხს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ექსტრადირება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. ეს კონტაქტები კარგა ხანია დაწყებულია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოს თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, ამომწურავი. მათ შორის პროკურატურის მასალები, ბრალი, სასჯელს რაზეც იხდის და ასევე ის გარემოებები, რა გარემოებებშიც მისი დაკავება მოხდა. მოგეხსენებათ, უკრაინაში ახალი ელჩი გვყავს. ის დღეს რწმუნებათა სიგელების ასლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს და დამატებით ინფორმაციას, თუკი აინტერესებთ უკრაინელ პარტნიორებს, მიაწვდის. არც კი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთოებების მძევლად აყვანის საკითხი განხილული, რისი მცდელობაც აქვთ ოპონენტებსა და თავად მსჯავრდებულს.

გასაგებია, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ მსჯავრდებული სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე და მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერი ცნობილი იყო კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის გამორიცხული მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს