გიგი წერეთელი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღნიშნული მძიმე დარღვევები

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაანებოს ამ მარცვლების ამოკრეფას თავი, სადაც პოზიტიურს ნახავენ და უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე ტურში ასეთი რამ არ მოხდეს, არ იყოს „ქუჩის ხალხის“ შეგროვება, არ იყოს მთელი რიგი ჯგუფების დაშინება, არ იყოს მოსყიდვა, არ იყოს დამკვირვებლების არ შეშვება და სხვა, - ამის შესახებ „ევროპულის საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წერეთლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე იყო ორგანიზებული, იყო შეჯიბრებითობა - რაც ბევრი კანდიდატის არსებობას ნიშნავს, ეს ყველაფერი უაღრესად დაზარალდა იმით, რომ იყო მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება, მედიაზე ზეწოლა, რაც დაადასტურა ამერიკის საელჩომაც თავის განცხადებაში.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, პირველ რიგში, ეუთო/ოდირმა, პრაქტიკულად, აღნუსხა ყველა ის ძალიან მძიმე დარღვევა, რომელიც იყო ამ არჩევნებზე და ეს განცხადების სათაურშიც კი იყო გამოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე იყო ორგანიზებული, იყო შეჯიბრებითობა - რაც ბევრი კანდიდატის არსებობას ნიშნავს და ეს რეალობაა, მაგრამ ეს ყველაფერი უაღრესად დაზარალდა, მთელი ეს პროცესი, იმით, რომ იყო მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება, მედიაზე ზეწოლა და ბევრი სხვა რამ, რაც რეალურად ხდებოდა. ეს სხვა განცხადებებთან ერთად, პრაქტიკულად, დაადასტურა ამერიკის საელჩომაც თავის განცხადებაში. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაანებოს ამ მარცვლების ამოკრეფას თავი, სადაც პოზიტიურს ნახავენ, პროპაგანდის ამ მხრივ წარმოებას და უნდა გაითვალისწინონ, ის რომ მეორე ტურში ასეთი რამ არ მოხდეს. არ იყოს „ქუჩის ხალხის“ შეგროვება, არ იყოს მთელი რიგი ჯგუფების დაშინება, არ იყოს მოსყიდვა, არ იყოს დამკვირვებლების არ შეშვება და სხვა. ასე რომ, მეორე ტურისთვის, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც კიდევ უფრო მობილიზებული უნდა იყოს და მისი მხარდამჭერები, ხოლო ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ასეთი მიდგომით მხოლოდ ქვეყანას აზარალებს და ძალიან ცოტახნით იხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას,“ - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩო საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ს საელჩო მოუწოდებს პარტიებს, პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ. საელჩოს შეფასებით, არჩევნების მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს