დავით ზალკალიანი - არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის

საქართველოს ვიცე - პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, გუშინ ეუთო/ ოდირის დირექტორთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში წინა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, არჩევნების ჩატარების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია.

ამასთან, ზალკანიანის თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არის და ყველა უცხოელი მეგობრის განცხადება ეუთო/ოდირის პოზიტიურ შეფასებას ეთანხმება. „უპრეცედენტო იყო ის მასშტაბი, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებოდნენ ადგილობრივ არჩევნებს. როგორც წესი ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ ესწრება, ეს არ არის ეუთოს წევრი ქვეყნის ვალდებულება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, დიდი ხნით ადრე დაიწყო მზადება და გავაკეთეთ მაქსიმალური იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბის სადამკვირვებლო მისია ყოფილიყო.

უპრეცედენტო იყო ეუთო/ოდირის ასეთი რაოდენობით საქართველოში ყოფნა, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლებით. გუშინ მქონდა შეხვედრა ეუთო/ოდირის დირექტორთან, მისი აქ ყოფნა არჩევნების პერიოდში არის უპრეცედენტო მოვლენა, რადგან, როგორც წესით ის არ ესწრება არათუ ადგილობრივ, არამედ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსაც.

ეუთო/ოდირმა უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს, როგორც კონკურენტულს, ასევე კარგად ადმინისტრირებული და თავისუფალს აფასებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე არჩევნების დღე, როგორც წყნარი და გამჭვირვალე პროცესი.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრება და გუშინ მოვისმინეთ, როგორც ევროპარლამენტარის მეთაურის ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესი მომწიფებულ გარემოში ჩატარდა. რა თქმა უნდა, ამ წინასწარ კვლევებში ხარვეზებზე და ნაკლოვანებებზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგრამ გუშინდელი ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელთან და დირექტორთან ჩემი შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ დემოკრატიული ინსტიტუტების და სახელმწიფოებრიობის, იქაც არის მსგავსი დარღვევები, თუმცა ის შენიშნვა და ხარვეზი, რომელიც წინასწარ დასკვნაში არის ასახული, იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შემდეგ, ერთი წელი არის გასული, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია, თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილი იყო ეუთოსა და ვენეციის კომისიის დასკვნაში. არსად კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არ არის, ევროკავშირის მისიის, აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს განცხადებები, იწყება იმით, რომ ისინი ეუთო/ოდირის დასკვნას იზიარებენ, რომელზეც შავი თეთრზე წერია, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა ზალკანიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა