ადვოკატი - ელგუჯა ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელმაც დევნილი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიფარა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.

ელგუჯა ცომაიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური აფილაცია და დევნილი მესამე პრეზიდენტი შეიფარა. მისივე განცხადებით, დღევანდელი პროკურატურა გამოიყურება როგორც ,,ხუნტის პროკურატურა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დასდევდა”.

,,ქართველმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ განმეორდეს ის უმძიმესი შეცდომები, რაც 90-იან წლებში დავუშვით. ელგუჯა ცომაიას მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდული, დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს და დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის საკითხს, პროკურატურის ფანტაზიას და აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს შესაძლოა დასასრული არც ჰქონდეს ღარიბაშვილის დაკვეთით”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა