ირაკლი კობახიძე - გახარია ბოლივით აორთქლდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს და გახარიას „მოღალატეს“ უწოდებს.

ამასთან, როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი გახარია „ბოლივით აორთქლდა“.

„გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩვენების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა. არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე - მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“,- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, მეორე დღეა არჩევნების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა