ფინანსთა მინისტრი - „ეკონომიკის დუღილს" რაც შეეხება, ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლის შესაბამისადაც, ეკონომიკური ზრდა წელს, 8 თვეში 12%-ია

„ეკონომიკის დუღილს" რაც შეეხება, ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლის შესაბამისადაც ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს, 8 თვეში არის 12 პროცენტი", - ასე უფასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ფასების ზრდის ფონზე, მაინც "დუღს თუ არა საქართველოს ეკონომიკა".

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

"12%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ძალიან დიდი ხანია არ ჰქონია, სულ ერთი შემთხვევა იყო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს 12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. შესაბამისად, თუ რეგიონს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გადავხედავთ, საქართველოს ეკონომიკა პანდემიის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღდგენის ტემპით ხასიათდება. შესაბამისად, ეს რიცხვები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმარდინარეობს. ეს აღდგენის ტემპი აუცილებლად აისახება ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ სიტუაციაზეც", - განაცხადა ხუციშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს