რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ციხესთან განუცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით პირველი აქცია ტარდება. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ციხესთან მიიტანეს სცენის მოსაწყობი კონსტრუქციები, სადაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები სიტყვით გამოვლენ. სიტყვით გამოსვლა კი 15:00 საათზე დაიწყება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე ეს ტალღა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს გადაედება. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებას მალე დატოვებს და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის საშუალება ექნება. დღეს ციხესთან ბევრი ადამიანი იქნება“, - განაცხადა კირტიკაძემ.

ციხესთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა