ირაკლი კობახიძე - უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას, დღეს ციხეშია

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს არ მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. კობახიძის თქმით, როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია, გაჩნდება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თვისობრივად გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიმეორეთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა საპარლამენტო არჩევნებზე, ამით კიდევ ერთი რამეც დადასტურდა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც გამოაცხადა თავის დროზე ოპოზიციამ, იყო მთლიანად სიყალბეზე აგებული, მათი კამპანია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტური სიყალბე, კიდევ ერთხელ განმეორდა ის შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება მცირე პარტიების შედეგებს, ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ასპექტი ამ არჩევნების, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს არ მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო ამ ქვეყანაში, რომელიც, უბრალოდ, სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია და ამისთვის, არის საუკეთესო საფუძველი - ერთი, რომ მათ მძიმე მარცხი იგემეს ამ ე.წ. რეფერენდუმზე, რაც თვითონ გამოაცხადეს და მეორე, მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ელოდა ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში, უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას, დღეს არის ციხეში -ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თვისობრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. პათოლოგიური ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის,“- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო