ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, არჩევნებმა  ნორმალურ გარემოში ჩაიარა და ღირსეულმა გაიმარჯვა

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, არჩევნებმა ნორმალურ გარემოში ჩაიარა და ღირსეულმა გაიმარჯვა.

მისივე თქმით, მეორე ტურშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და საქართველოში უახლოესი სამი წლის მანძილზე არჩევნები აღარ იქნება.

„მივესალმები დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში და ღირსეულმა გაიმარჯვა, ეს არის ფაქტი. მეორე ფაქტი არის ის, რომ დესტრუქციული ძალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დამარცხდნენ, რაც მათი ერთ-ერთი გენერალური მარცხი იყო. ახლა არის საუბარი მეორე ტურში და იქ შესაძლო გამარჯვებაში, აქაც ნათელია,რომ „ქართული ოცნება“ დედაქალაქში და სხვა ქალაქებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მაგრამ სიტყვაზე რომც ვერ გაიმარჯვოს, მაგალითად ზუგდიდში, ეს არ იქნება იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახის არჩევნები დაინიშნოს, ამიტომ საზოგადოებას შეუძლია იყოს მშვიდად, წყნარად რადგან უახლოესი სამი წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება", - განაცხადა მეტრეველმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს