ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის!

არავითარ ბერკეტებზე საუბარი არ იქნება, სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის გაჯანსაღების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამის საუკეთესო შესაძლებლობაა იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ „ბელადი“ ციხეშია.

„ეს უნდა იყოს თანმიმდევრული პროცესი და ამისთვის, ბუნებრივია, ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. იმ პირობებში, როდესაც მათი ბელადი დამსახურებულად ციხეშია 9 წლის შემდეგ, რაც მას კონკრეტული სასჯელი შეეფარდა, ამის საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს და შესაბამისად, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო