ირაკლი კობახიძე - გადაავლეთ თვალი სააკაშვილს, მელიას ბოკერიას, გვარამიას - მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი პათოლოგიური ადამიანები არიან

გადაავლეთ თვალი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - სააკაშვილი ავიღოთ, მელია ავიღოთ, ბოკერია ავიღოთ, გვარამია ავიღოთ და ა.შ. - მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები. შესაბამისად, ნებისმიერი მათგანის მხარდაჭერა ნიშნავს პათოლოგიის მხარდაჭერას ქართულ დემოკრატიაში და ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგები არ სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოიგებს.

„რაც შეეხება მეორე ტურებს - რომელი პარტიის ლიდერი რა განცხადებას გააკეთებს მნიშვნელობა არ აქვს. ქართული საზოგადოება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გამოვა არჩევნებზე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩეველი 20-ვე მუნიციპალიტეტში მხარს დაუჭერს ჩვენს მერობის კანდიდატს. გადაავლეთ თვალი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - სააკაშვილი ავიღოთ, მელია ავიღოთ, ბოკერია ავიღოთ, გვარამია ავიღოთ და ა.შ. - მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები. შესაბამისად, ნებისმიერი მათგანის მხარდაჭერა ნიშნავს პათოლოგიის მხარდაჭერას ქართულ დემოკრატიაში და ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან ის გამოეხმაურა, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს და აღნიშნა, რომ დისბალანსი ნორმალური მოვლენაა და ამით ოპოზიცია სპეკულირებას ვეღარ შეძლებს.

„დისბალანსი ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ეს არის ნორმალური მოვლენა. დისბალანსის გამოწვევა შეიძლება ძალიან მარტივად - ერთი ბიულეტენის ჯიბეში ჩადებით. შესაბამისად, სპეკულირების საშუალებას ამ დისბალანსებით აღარავის აღარ მივცემთ. გახსოვთ, რომ წინა არჩევნები იყო აბსოლუტურად სუფთა, რაც ყველაფრით დადასტურდა და რაღაც დისბალანსებით ისინი ცდილობდნენ კამპანიის აწევას - ეს იყო გასროლილი ტყვია თავის დროზე, 2020 წელს და ამ ტყვიას ისინი მეორედ ვეღარ გაისვრიან, დისბალანსებით სპეკულირებით ისინი ფონს ვეღარ გავლენ. როგორც წინა არჩევნები, ეს არჩევნებიც ეუთო/ოდირმა უკვე დადებითად შეაფასა, ჩვენმა პარტნიორებმაც დადებითად შეაფასეს და დანარჩენი სპეკულაციები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს