გიგა ბოკერია - როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და გაქვს მართვის სადავეები, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც ივანიშვილი თავის არიდებას ცდილობს

როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და მართვის სადავეები გაქვს, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც ივანიშვილი თავის არიდებას ცდილობს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია Pandora Papers - ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს.

ბოკერიას თქმით, "ივანიშვილის შემთხვევაში უამრავი საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ საუბარია იმ ტიპის ინფორმაციის დამალვაზე, რომელიც მისთვის შეიძლება პოლიტიკურად პრობლემა აღმოჩნდეს".

„ზოგადად, ოფშორები არალეგიტიმური ამბავი არ არის, ოღონდ არის ხოლმე რიგი შემთხვევები, განსაკუთრებით, როცა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს ეხება, რომლებიც სხვათა შორის ცალკე რეგულირების ქვეშ იმყოფებიან, როცა აშკარად მალავენ ქონებას, აქ ხშირად შეიძლება იყოს მაქინაციების, გადასახადების დამალვის სურვილი, ამა თუ იმ ქვეყნის რეგულაციებიდან თავის აცილების შესაძლებლობა, ან ამოცანა, რომ მათი პოლიტიკური მანევრები, რომელსაც ახორციელებენ მათი კაპიტალის მეშვეობით, საზოგადოებისთვის დასანახი არ იყო. ავტომატურად ეს ასე არ არის, არ ეგონოს ვინმეს, რომ ავტომატურად ყველას, ან უმრავლესობას ბრალი უნდა წავუყენოთ, ვინც ოფშორებს იყენებს, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში უამრავი შემთხვევა და საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სწორედ საუბარია იმ ტიპის ინფორმაციის დამალვაზე, რომელიც მისთვის შეიძლება პოლიტიკურად პრობლემა აღმოჩნდეს, რადგან ის მართავს ამ ქვეყანას. ზოგადად, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და მართვის სადავეები გაქვს, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც ივანიშვილი თავის არიდებას ცდილობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) და მისმა მედია პარტნიორებმა გამოაქვეყნეს მასალები, რომლებიც, მათი მტკიცებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ კონფიდენციალური ფინანსური ჩანაწერების მასიური გაჟონვაა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ინფორმაციით, მასალებში საუბარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზეც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა