გიგა ბოკერია - ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ მართლმსაჯულება ივანიშვილის რეჟიმისთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებაა

თუ თვლიან, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა ერთნაირად მკაცრად უნდა მიუდგნენ მისი პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად, მაგრამ ამ განცხადებით გვეუბნებიან, რომ მართლმსაჯულება მათთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებაა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ განცხადებას, რომ „თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მუხლებს დაუმატებენ“.

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ „კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

„ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ საოცრად „გულწრფელი“ განცხადება გააკეთა, რითიც აღიარებს, რომ პოლიტიკური დევნა არის ივანიშვილის ხელისუფლების ექსკლუზივი, თუ მართლმსაჯულებაზე და კანონის უზენაესობაზე საუბრობენ, ვინ როგორ მოიქცევა პოლიტიკურად, არაფერ შუაში არ უნდა იყოს. თუ თვლიან, რომ დანაშაული ჩაიდინა ერთნაირად მკაცრად უნდა მიუდგნენ მისი პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად. მაგრამ ამ განცხადებით გვეუბნებიან, რომ მათთვის მართლმსაჯულება არის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალება - თუ, მათი აზრით, ვიღაც ცუდად მოიქცევა, უფრო მკაცრად დასჯიან, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, უტიფრად იძახიან, რომ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთ: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო