ნიკა მელია - ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვება ძალიან მალე დადგება

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, ის გაგრძელდება გამარჯვებამდე და გამარჯვება ძალიან მალე დადგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მალე ყველა ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ცვლილებები ერთადერი სწორი გამოსავალია.

„ამ გამარჯვებით ყველა მოხარული იქნება, მათ შორის ყველა ის ადამიანი, ვინც დღესაც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის მომავალი. ის ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ცვლილებები ერთადერთი სწორი გამოსავალია. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, დიდხანს ვერ დავიცდით. ამიტომ ყველა ძალის გაერთიანება, სრული მოტივაცია და ბოლომდე დახარჯვა, ბრძოლის ველზე ყველაფრის დადებაა საჭირო. გამარჯვება უნდა მოვუტანოთ ამ ქვეყანას, როცა არჩევნებს დანიშნავენ“,-განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო