ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მეტად თავისუფალია! - ჩვენ 30 ოქტომბერს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მეტად თავისუფალია! - ჩვენ 30 ოქტომბერს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკია მელია აღნიშნავს, 30 ოქტომბერი ბრძოლის ველი იქნება.

„მინდა მიხეილ სააკაშვილს მხნეობა ვუსურვო, რომელიც მას არ აკლია. ის ბედნიერი ადამიანია, რომ პატივი აქვს იყოს იქ, სადაც არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით, მისი თავდადებით, ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ. დიდი მადლობა მას ამისთვის. ბევრს არ სჯეროდა, ბევრს სჯეროდა, არაფერი არ უშლიდა და არავინ აძალებდა მიშას, რომ ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის. ყველაზე მეტად თავისუფალია! ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პატიმარს, მით უმეტეს, პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. მთავარი რამ უნდა დავიჯეროთ და გავითავისოთ. ჩვენ, ოქტომბრის ბოლოს, 30 ოქტომბერს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე!“,- აღნიშნავს მელია.

ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ ბრძოლის მაგალითი მისცა.

„ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ ამ ბრძოლაში, ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და გამარჯვების შედეგებით, ანუ უკეთესი ცვლილებებით უნდა ისარგებლოს ყველა პარტიის წევრმა, მათ შორის, „ქართული ოცნების" წევრებმა. ჩვენ გვინდა სახელმწიფო არ იყოს მიტაცებული, გვქონდეს შანსი განვითარების და ვაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ემოციებისა, განსხვავებული მრწამსისა, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ერთად იცხოვრონ და ამ პოლიტიკურ ციხეში დრო და დრო პოლიტიკოსების შესვლა-გამოსვლა ტრადიციად არ იქცევა. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი რადგან ციხეშია, ამით მას ამცირებს, მე ვფიქრობ, სრულიად პირიქით არის, აბსოლუტურად პირიქით ვითარება გვაქვს, იქ სადაც მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. მას არ ვიცი ტელეფონი აქვს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პატივია მიხეილ სააკაშვილისთვის იცოდეს, რომ მას ასიათასობით მოქალაქე გულშემატკივრობს, ახლა განსაკუთრებით, ბევრი მათგანი შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის, ეს არის ფაქტი. აქციაზე ყველა გამომსვლელის ხმას და შინაარსს, რა თქმა უნდა, გაიგებს, როგორც აქ ისმის ხმა, ისე ისმის საკანშიც“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია დასძენს, რომ მას შურს, როდესაც ხედავს რომ რიგ ქვეყნებში ყოფილი პრეზიდენტები ერთად დგანან.

მიხეილ სააკაშვილმა მოგცათ მაგალითი, როგორ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი სურვილი კი არ არის, ხალხო, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მალე არ იყოს აქ, არ იყოს ამ პოლიტიკურ ციხეში! ჩვენი ვალდებულებაა, ოღონდ არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის და პარტიის წევრების, არა, ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მშურს და მართლაც გული დაგეწვება ადამიანს, როდესაც ხედავ, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ყოფილი პრეზიდენტები ერთად დგომას ახერხებენ და დგანან, მათ შორის, უკრაინაში. სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, თითოეული ჩვენგანი ციხეში ვართ.

ამ შემართებით და ემოციებით უნდა ვიყოთ. მე ვიცი, რას ნიშნავს ციხეში ჯდომა, რას ნიშნავს პატიმრისთვის შენი თანამოაზრე და თანამებრძოლი, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის და გაძლიერებს. ზუსტად ვიცი, რომ ესმის მას ჩემი საუბარი“, - დასძენს მელია.

ცნობისთვის, „თავისუფლება პრეზიდენტს“ , - ამ სლოგანით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, დღევანდელი დღე ეძღვნება ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას, ასევე ისმის შეძახილები „მიშა!“ „მიშა“. როგორც პარტიის მხარდამჭერები აცხადებენ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ემიგრანტებიც იმყოფებიან. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო