„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ პრეზიდენტი პედაგოგებსა და მთლიანად საზოგადოებას, საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის განახლებას ულოცავს

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ (სპმთპ) პრეზიდენტი მაია კობახიძე პედაგოგებსა და მთლიანად საზოგადოებას, საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის განახლებას ულოცავს.

როგორც „სპმთპ“-ს პრეზიდენტის „ფეისბუქ“ მიმართვაში ვკითხულობთ, მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს ბევრი პრობლემა ხვდებოდათ.

„ძვირფასო კოლეგებო, უკანასკნელ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, მასწავლებლებს და მთლიანად საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაგვანახა ის ურთულესი პრობლემები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მასწავლებლებს. სიძნელეებით სავსე და გმირობის ტოლფასი იყო ტრადიციული საგაკვეთილო პროცესის დისტანციური სწავლებით შეცვლა, რასაც წარმატებით გაართვა თავი პედაგოგიურმა კორპუსმა. არანაკლებ რთული და შრომატევადი იქნება ახალი სასწავლო პროცესის დასაწყისი, ვინაიდან ამ ეტაპზე, ძირითად ამოცანას წარმოადგენს საგაკვეთილო პროცესის აღდგენა და აღსაზრდელების ჩვეულ, სასწავლო რითმში დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტ სიძნელეებს ვძლევთ, მით უფრო ამაყი ხდება თითოეული ჩვენგანი და განიცდის მორალურ კმაყოფილებას. მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში მიღწეული შედეგებით გვავიწყდება სირთულეები და ვართ ბედნიერები, რომ გვქვია მასწავლებელი.

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! გილოცავთ ამ ღირსეული წოდების ამაყად ტარებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი აღსაზრდელები ვერაგი ვირუსისგან. სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობა და შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას ტრადიციულად, ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებით, საზეიმო ვითარებაში აღვნიშვნოთ მასწავლებლის პროფესიული დღესასწაული. ყველაფერი წინაა!“, - წერს მაია კობახიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს