რომან გოცირიძე - ამ ისტორიულმა არჩევნებმა „ქართული ოცნების“ ფუნდამენტში გამოუსწორებელი ბზარი შეიტანა, პირველი პატარა წაყანყალება და ერთბალიან ძვრასაც ვერ გაუძლებს, ეს ძვრა კი იქნება რიგგარეშე არჩევნები

ამ ისტორიულმა არჩევნებმა „ქართული ოცნების“ ფუნდამენტში გამოუსწორებელი ბზარი შეიტანა, მას ვერაფერი შეაკეთებს. პირველი პატარა წაყანყალება და ერთბალიან ძვრასაც ვერ გაუძლებს. ეს ძვრა იქნება მომავალი რიგგარეშე არჩევნები, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ სასტიკად დამარცხდა.

„ჩამოიშლება „ქართული ოცნება“ და ეს იქნება ბოლო ბიძგი, აი, ეს ბოლო ბიძგი სულ მალე მოხდება. ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში „ქართული ოცნება“ სასტიკად დამარცხდა, ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი, 40%-მდე მოაგროვა თბილისში“,-განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, არ არსებობს ვინმემ მიბრძანოს და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოო. ჯერ ერთი, მას ვინ ეკითხება ან პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს არასდროს შევიწყალებო. აბა, როგორ შეიწყალა გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი. არ ერთს და არც მეორეს არავინ არაფერს ეკითხება. რასაც ივანიშვილი ეტყვის, იმას გააკეთებს. ივანიშვილი კი გააკეთებს იმას, რასაც ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა ეტყვის. არც ჩვენ და არც უკრაინა, ევროპის უდიდესი სახელმწიფო, რომლის როლიც დღითი დღე იზრდება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, არც ჩვენი საეთაშორისო პარტნიორები მიშას აქ დიდხანს არ დავტოვებთ. მიშა და საქართველო ძალიან მალე თავისუფალი იქნება“,-განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს