სასაზღვრო ზონის, სასაზღვრო ზოლისა და საზღვაო სივრცის ვიდეო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება

შს სამინისტროს მიერ სასაზღვრო ზონის, სასაზღვრო ზოლისა და საზღვაო სივრცის ვიდეო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება.

ცვლილება კანონის შესაბამისს, 27-ე მუხლში შედის, რომლის საფუძველზეც პოლიციას უფლებამოსილება ენიჭება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოტო-ვიდეო ტექნიკა განათავსოს სასაზღვრო ზონასა და ზოლში და საზღვაო სივრცეში. ამასთან, პოლიცია უფლებამოსილი ხდება, დაამონტაჟოს როგორც ფოტო-ვიდეო ტექნიკა-აღჭურვილობა, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური აღჭურვილობა.

“პოლიციის შესახებ“ მოქმედი კანონით, პოლიცია უფლებამოსილია ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობების გარე პერიმეტრზე დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა.

უწყება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრაზე მიუთითებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პრაქტიკული აუცილებლობიდან გამომდინარე, კანონის შესაბამის მუხლს საქართველოს სასაზღვრო ზონასა და ზოლში, საქართველოს საზღვაო სივრცეში ფოტო-ვიდეო ტექნიკის დამონტაჟება უნდა დაემატოს.

შს სამინისტროს განმარტებით, პრაქტიკაში სამინისტრო საქართველოს სასაზღვრო ზონის, სასაზღვრო ზოლისა და საზღვაო სივრცის ვიდეო მეთვალყურეობას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს და მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხი “პოლიციის შესახებ“ კანონში აისახოს.

“პოლიციის შესახებ“ კანონში შს სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა და პროექტი, სავარაუდოდ, 5 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იქნება ინიცირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს