ადვოკატი ელგუჯა ცომაიაზე - 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე ცოტა ხნის წინ  დაკრძალა, მოსამართლემ გაამწესა ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს საქმეები არის პოლიტიკური და საბოლოო ჯამში პოლიტიკურად წერტილი დაესმება, - ამის შესახებ ელგუჯა ცომაიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბასილაიას განცხადებით, 63 წლის კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკრძალა, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გაამწესა გლდანის ციხეში, მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა.

„იგორ გიორგაძის და შოთა კვირაიას მემკვიდრეები საუბრობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსგავსია ზვიად გამსახურდიას დევნის, ეს აღვირახსნილი სიბინძურე უნდა დასრულდეს. უდანაშაულო ადამიანებს, პატრიოტ ადამიანებს არარსებულ ქმედებებზე სჯიან. ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა. 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა სულ ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კოპალიანმა გაამწესა ახლა გლდანში მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა. დაურეკეს და მიიღო გადაწყვეტილება, რითი უნდა ეხელმძღვანელა? გავიდა სათათბიროდ ეს ფარისეველი და ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა მანამდე თქვა, რომ ბადრაგი უზრუნველყოფდა დაკავებულის ოჯახის წევრებთან შეხვედრას.

ვინც დაკითხულია, ყველა არის პოლიციის თანამშრომელი, მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო, ამაზეა საუბარი. თუ სიმრავლეზე ვიტყვით და ფურცლებით გავბერავთ საქმეს სხვა საკითხია, მაგრამ შინაარსობრივად რა არის დანაშაული იმაში, რომ შეიფარო დევნილი პრეზიდენტი? დანაშაულის დაფარვა არის სისხლის სამართლის 375-ე მუხლი, დანაშაულის დაფარვის გარდა იქ არაფერი წერია, დამნაშავის დაფარვა დასჯადი არ არის, თუ გამოძიების ეტაპი არ არის.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული, რომ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით წარადგენენ ბრალდებებს და ასე შემდეგ, რაც უნდა ის წარადგინონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს საქმეები არის პოლიტიკური და საბოლოო ჯამში პოლიტიკურად წერტილი დაესმება“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა