ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონი სპორტსმენები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, პარლამენტს წარედგინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) პირველ ადგილს მოიპოვებენ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შესძლებენ.

ამას “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონი იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებმაც “ტოკიო 2020“-ის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ.

ამასთამ როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო მათ სასწავლო გრანტით არ აფინანსებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს