რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა.

მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართა სლოგანით “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს“. ასევე ისმოდა მუსიკა „მიშა მაგარია!“

აქციაზე დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავდნენ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ლიდერების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მხნედ არის.

პოლიტიკოსების განმარტებით, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა