საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრს, ლიეტუვის ელჩი ეწვია

3 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, „ლიეტუვას ენისა და კულტურის“ ცენტრს ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დევი ხვედელიანმა, ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ლომინაძემ, რექტორის ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა, დავით კუჭაიძემ და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა უმასპინძლეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბატონ ანდრიუს კალინდრას ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და ლიეტურ ენაზე მოსაუბრე, ქართველ სტუდენტებს შეახვედრეს. ელჩი მოხარული დარჩა მათი გაცნობით და აღნიშნა, რომ ლიეტუვური ენის ცოდნა გააფართოვებს ლიატუვაში მათი სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

ელჩის ვიზიტისას, მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზაობა, სამომავლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და დანერგვის შესახებ. ბატონი ანდრიუს კალინდრას თქმით, ცენტრის საქმიანობა გამოხატულ დინამიკაში არის მზარდი და პოზიტიური, რაც დადებითად აისახება ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნულია სტუ-ს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა