„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, როსტევანისა და ერედვის ქუჩების კვეთაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დღეს ავარიულად დაზიანდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 4 ოქტომბერს, საღამოს 20:30 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ბარნოვის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, დოლიძის, კოსტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

„ახალ თბილისს“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - რუსთაველის და მელიქიშვილის გამზირებს ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ჟვანიას, აბაშიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, გ. ტაბიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, შანიძის, ლარსის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ლ. ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის დასახლებას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას ქ. N21-ს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა