მიხეილ სააკაშვილი - შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე - წინასწარვე უარი განვაცხადე უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაზე

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მონახულების შემდეგ გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაწერილი წერილი წაიკითხა.

როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.

ასევე, სააკაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის უარს აცხადებს რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარებაზე.

„მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენ ხალხს ხელისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა. მე თავისუფალ ადამიანად ვრჩები გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ, იცით მე გამოვაცხადე შიმშილობა და მე მას არ შევწყვეტ არცერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემ ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც. ზუსტად ვიცი რაზეც მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცინო რაიმე ტიპის ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, - წერია მიხელ სააკაშვილის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა