ელჩები დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე - გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით.

განცხადებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს:

„საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულებას ბ-ნ დავით ზალკალიანს.

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სასმახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო