ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის თანამშრომლობა გამოძიებასთან განსაზღვრავს სასამართლოში მისი სასჯელის ზომა-წონას

სააკაშვილი გადაცემული იყო უკრაინაზე, მაგრამ ვერც უკრაინამ გააჩერა. ახლა, სადაც არის, ალბათ, იქ მოუწევს თავისი ვადის მოხდა - მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან სხვადასხვა საკითხებზე, განსაზღვრავს შემდგომ სასამართლოში მისი სასჯელის ზომა-წონას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპატიმროდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გამოშვება არ მოხდება.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულებიდან არ უნდა ცდილობდეს ქვეყნის არევას.

„გადაცემული იყო უკრაინაზე, მაგრამ ვერც უკრაინამ გააჩერა და ვერც ვერაფერმა. ახლა, სადაც არის, ალბათ იქ მოუწევს თავისი ვადის მოხდა. მე საერთოდ არ მომწონს ციხეში მყოფ ადამიანზე, მათ შორის დამნაშავეზეც, ზედმეტი ლაპარაკი. ციხე ციხეა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჰუმანურ და კომფორტულ ყოფაშია. რატომ უნდა გადაეცეს უკრაინას, ეს არის საინტერესო? სასჯელს მოიხდის. უნდა არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური საფუძველი და ისეთი პოლიტიკური კეთილი ნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუმცა, დღეს ეს ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. პრეზიდენტის განცხადებაც ვიცით და ხელისუფლების დამოკიდებულებაც. მისი ციხეში ყოფნა უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონებს, რითაც პენიტენციალური სისტემაში უნდა იყოს პატიმარი. ზედმეტი მცდელობები სიტუაციის არევის, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ითანამშრომლებს გამოძიებასთან. აქედან გამომდინარე, მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან სხვადასხვა საკითხებზე, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს შემდგომ სასამართლოში მისი სასჯელის ზომა-წონას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო