ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაკავებამ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია შედეგებზე - 1-ელ ოქტომბრამდე შანსი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 43% მოეპოვებინა

სამწუხაროდ, პირველ ოქტომბერს მომხდარმა მოვლენებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია 2 ოქტომბრის შედეგებზე - მოხდა კვლავ პოლარიზაცია, ვგულისხმობ სააკაშვილის ჩამოსვლას და მის დაკავებას, ამან მოახდინა ვითარების პოლარიზება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, 2 ოქტომბრამდე, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა და დააკავებდნენ, „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღების შანსი რეალურად არ ჰქონდა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების საკითხმა „ლელოს“ ამომრჩეველზე ზეგავლენა იქონია და ჯაფარიძის განმარტებითვე, მათმა პარტიამ ხმები დაკარგა.

„სამწუხაროდ, პირველ ოქტომბერს მომხდარმა მოვლენებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია 2 ოქტომბრის შედეგებზე, მოხდა კვლავ პოლარიზაცია, ვგულისხმობ, სააკაშვილის ჩამოსვლას და მის დაკავებას - ამან მოახდინა ვითარების პოლარიზება. პირველ ოქტომბრამდე, პრაქტიკულად, შანსი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 43% მოეპოვებინა ქვეყნის მასშტაბით. ვითარების პოლარიზებამ მისცა საშუალება „ქართულ ოცნების“ პოლუსს, თავისკენ წაეღო „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად აფილირებული ან მათი წიაღიდან წამოსული პარტიების მხარდამჭერების ხმები. ამასთან, აქეთ მხარეს ოპოზიციური ელექტორატის საკმაო ნაწილი თავისკენ წაიღო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლუსმა. ამ პოლიტიკური მიწისძვრის შედეგად, ჩვენს ამომრჩეველზე ამან ზეგავლენა იქონია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა