მამუკა მდინარაძე ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ელჩების განცხადებაზე - ყველა ერთად უნდა დაველოდოთ პასუხს, რა ხდებოდა სინამდვილეში

ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც, ყველა ერთად უნდა დაველოდოთ პასუხს რა ხდებოდა სინამდვილეში - ამ პასუხს არამხოლოდ ქართული სამართალდამცველები, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცველებიც გასცემენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადება.

მდინარაძის თქმით, როდესაც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პასუხები ეცოდინებათ, იმსჯელებენ, ვისი პასუხისმგებლობა იყო.

„ჩვენ ვიცით ამ ქვეყანაში ზუსტად რა მოხდა? რეალურ კრებსებთან გვაქვს საქმე, მოგონილია ეს ყველაფერი, ზოგი ტყუილია ეს ყველაფერი, ზოგი მართალი, ეს ტყუილ-მართალი ან საიდან გამოვიდა ან მოსმენილია თუ არა კანონიერად, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ხომ არ იყვნენ ამაში ჩართული, ამ კითხვებზე პასუხი არსებობს? ყველა მოქალაქემ იცის, რომ თუ არ სჭირდება, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული იყოს, ამასთან დაკავშირებული პასუხი არ არსებობს. შესაბამისად, სანამ პასუხები არ იქნება, ამ სიტუაციის ანალიზი, ზოგად ვარაუდებზე დაყრდნობილის გარდა, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ ყველანი ერთად პასუხს, ჩვენი პარტნიორები, უნდა დაველოდოთ პასუხს რა ხდებოდა სინამდვილეში. ამ პასუხს არამხოლოდ ქართული სამართალდამცველები, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცველებიც გასცემენ. ასეთი დასკვნის შემდეგ ჩვენ ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ ვისი პასუხისმგებლობა იყო და ვინ რა გააკეთა. ვის პერიოდში ჩაიწერა თუ არა ჩაიწერა“ , - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო