ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, პატარა პარტიები გაძლიერდნენ - შალიკოს ფანჩატურში რომ დაჯდები, მოსახლეობა იმ ადგილს მიგიჩენს, როგორც იყო აქამდე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%-ზე მეტი მხარდაჭერა ვერ ექნება.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ზოგიერთ რეგიონში ამომრჩეველთა მობილიზება ვერ მოახერხა, რადგან გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული.

„რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა 30% აქვს, გინდ ჩამოვიდეს გინდ არა, გინდ შიგნით იყოს გინდ გარეთ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივი 30% აქვთ. ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ ადამიანების მობილიზება, მათ შორის რეგიონებში, ვერ მოვახერხეთ გარკვეული ხარვეზების გამო. მაგალითად, სამეგრელოში პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ რაღაც არასწორად გაკეთდა ბევრი რაღაც, ამას ალალად გეუბნებით“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა „ჭკუა უნდა ისწავლონ“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აღარ უნდა „აითქვიფონ“.

„მე უფრო გამიხარდებოდა, რომ დისკუსია და კამათი გვქონდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ რეალობაა ეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს მომწონს თუ არ მომწონს, ფაქტია. მე ვისურვებდი, რომ პატარა პარტიები გაძლიერდნენ, მაგრამ უნდა გაძლიერდნენ არა იმით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს დაუსხდნენ გვერდით, არა, თავიანთი ხედვით, თავიანთი პროგრამით, თავიანთი პრინციპული პოზიციით უნდა გაძლიერდნენ. აბა, რომ აითქვიფნენ და რომ დაჯდები შალიკოს ფანჩატურში, მოსახლეობა ზუსტად იმ ადგილს მიგიჩენს როგორც იყო აქამდე. ამაზე ალბათ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჭკუა, მათ შორის პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არ შეიძლება აღრევა ამ მწვალებელთა პარტიასთან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა