ავსტრალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს

ავსტრალია კომპანია Merck & Co's-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატ Molnupiravir-ს შეიძენს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.

”ეს მედიკამენტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსთან ერთად ცხოვრებას შევძლებთ,” - აღნიშნა მორისონმა.

მისი თქმით, Molnupiravir-ის კაფსულა მიიღება ორჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში და ქვეყანა, პირველ ეტაპზე, მედიკამენტის 300 000 კურსისთვის საჭირო რაოდენობის შესყიდვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კლინიკური კვლევის შუალედური შედეგების თანახმად, პრეპარატი Molnupiravir-ი კოვიდპაციენტების სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს დაახლოებით 50 %-ით ამცირებს. Merck-ი 2021 წლის ბოლომდე მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის წარმოებას გეგმავს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა