მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

როგორც მინისტრის მილოცვაშია აღნიშნული, ხარისხიანი განათლება მთავარი პრიორიტეტია.

„ძვირფასო მასწავლებლებო, თითოეული თქვენგანის როლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. სწორედ თქვენ მიერ გაზიარებულ ცოდნაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. მინდა წარმატება გისურვოთ ამ უმნიშვნელოვანეს, ურთულეს და საპატიო პროფესიაში! გისურვებთ კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას, რასაც უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებით.

ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი - ხარისხიანი განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც მინდა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რაც მათ წარმატებული გზის არჩევაში დაეხმარება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეწევით და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე“, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა