შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემა იწყება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თადარიგის პოლიციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა გადაეცემათ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოიცა.

მათი ინფორმაციით, თადარიგის პოლიციელის მოწმობა სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათია, რომელიც სამინისტროს იმ ყოფილ 10 000-მდე თანამშრომელს გადაეცემა, რომელთაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის - თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემის მიზანია უწყების ყოფილი თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა.

თადარიგის პოლიციელის მოწმობის მისაღებად ყოფილ თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შს სამინისტროდან დათხოვნილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო