რუსლან აბაშიძე - მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. აბაშიძის განცხადებით, მასწავლებლების დამსახურება ქვეყნის წინაშე განუზომელია და მათ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მასწავლებლებს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ!

განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მჯერა, რომ ქვეყნის წარმატება და განვითარება განათლების სისტემის ხარისხზეა დამოკიდებული. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.

მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება ქონდეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისათვის!“,- აცხადებს რუსლან აბაშიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს