სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, მოწყვლად ჯგუფებისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად ციფრულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობის გაზრდას, სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეტად ადაპტირებას მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა მოაწერეს.

„მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები და სამომავლო აქტივობები. ამასთან, UNDP ორგანიზებას გაუწევს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების, მათ შორის სოციალური მუშაკების და სახელმწიფო თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლების შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ აქტივობებს; უზრუნველყოფს მასალებსა და სამუშაოებს, თბილისში სააგენტოს ცენტრალური ოფისის მოდერნიზების მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სივრცის ბენეფიციარზე მორგებულ და ინკლუზიურ დიზაინს, აამაღლებს მოქალაქეთა მისაღები სივრცის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს რეგულაციების დაცვას.

პროგრამა ამასთანავე, განსაზღვრავს სააგენტოს მომსახურებების ციფრულ საჭიროებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაქციაში.

მათივე ინფორმაცით, UNDP ასევე მხარს დაუჭერს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მოწყვლად თემებთან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ლგბტქ+ პირებთან ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობაში.

„მემორანდუმმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა და უფრო მრავალფეროვანი სფეროები მოიცვა. ჩვენ ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ როგორც სოციალური მუშაობის გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისების დიგიტალიზაციის და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, მათი ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვისთვის. UNDP აფასებს იმ მნიშვნელოვან სამუშაოს და საქმიანობას რასაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს