დავით ჭიჭინაძე - მეორე ტური იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს

„მეორე ტური იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს“,- აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, მიჩქმალული საქმეები, აღარ იყვნენ პრივილეგირებული ფენები, არ იყოს ჩუმი გარიგება და ყველამ ვიცოდეთ ვინ გვმართავს და ვინ ფლობს ქვეყანაში ძალაუფლებას.

„თუ ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყანაში მანკიერების გამოსასწორებლად, უნდა გამოცხადდეს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვების კამპანია, არამედ ერთიანი ეროვნული კამპანია, სადაც არცერთი ოპოზიციონერი ადამიანი თავს უცხოდ არ ჩათვლის.

ყველამ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვის და ჩუმად კი არ უნდა მოხდეს გარიგებები და "ყიდვა-გაყიდვა", მთელმა ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ერთობლივად ამხილოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მანკიერება. ანუ დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს.

მეორე ტური იმით კი არ უნდა დასრულდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები მერები გახდებიან, უმთავრესი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს. მითუმეტეს, რომ ის ე.წ. მითიური 43% თავიდანვე ვაჭრობის საგანი იყო, ადამიანებს კი ცვლილებები უნდათ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს