არჩილ თალაკვაძე ჯიმ რიშის განცხადებაზე - მე ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით

მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სენატორ რიშის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედგამაცრუებელია.

თალაკვაძის თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული მხარდაჭერა ლეგიტიმური იყო.

„ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური, 7 - თვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც ბატონი რიშის ჩართულობა, ასევე ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რათა მოლაპარაკებები დასრულებულიყო, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. რასაკვირველია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი იყო ლეგიტიმური და ნამდვილი. მე პირადად ასე წავიკითხე ეს განცხადება", - განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და „დრამატული უკან დახევა იყო 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი“.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.

„შეშფოთებული ვარ დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია,“- წერს სენატორი.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს