მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოპოზიციაში ისეთ განცხადებებს აკეთებენ, სავარაუდოდ, არ იციან, რომ მელიამ უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად მიმართა

თუ პარლამენტიდან ძალიან არ უნდა გასვლა, ნიკა მელიას შეუძლია მოგვმართოს. რამდენიმე საათი რჩება და უკან გაითხოვოს თავისი განცხადება, ამაზეც ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ისეთ განცხადებებს აკეთებენ, სავარაუდოდ არ იციან, რომ მელიამ უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად მიმართა.

„მელიას თხოვნის საფუძველზე და არა სხვა რაიმე საფუძვლით, მისივე განცხადებითა და თხოვნის საფუძველზე საქართველოს პარლამენტი ვალდებულია პირველივე საკითხად იმსჯელოს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. თუ პარლამენტიდან ძალიან არ უნდა გასვლა, მას შეუძლია მოგვმართოს. რამდენიმე საათი რჩება და უკან გაითხოვოს თავისი ეს განცხადება, ამაზეც ვიმსჯელებთ, მაგრამ რეგლამენტი გვავალდებულებს, პირველივე განსახილველი საკითხი იყოს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. თავად მოგვმართა და ვალდებულები ვართ განვიხილოთ,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო