თამარ გაბუნია - მოსახლეობის 60%-ის აცრას აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რომ დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან - ჩვენი ამბიცია უფრო მაღალია, გვინდა, რომ 60%-ს გავცდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია აუცილებლად მიიღწევა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მომდევნო ტალღებისგან თავი დავიცვათ.

„ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად სექტემბრის ბოლო კვირაში შემცირდა, მანამდე ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. 25 ათასი აცრა დღის განმავლობაში იყო ის მაჩვენებელი, რომელიც ზაფხულის პერიოდში, აგვისტო-სექტემბრისთვის დაგეგმილი გვქონდა. კარგი იქნებოდა, ეს ტემპი შენარჩუნებულიყო, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

რაც შეეხება დამატებით ინტერვენციებს, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე გადაწყვეტილებამ დააგვიანა. საუბარია ეტაპობრივობაზე და იმაზე, თუ რომელ ინტერვენციას რა დროს ექნება მეტი ეფექტი. ეტაპობრივად შემოვიდა პროგრამაში წახალისება ლატარიის სახით, ასევე ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობა ძალიან დიდ ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჩაითვალა, რომ ფინანსური წახალისება იქნება კიდევ უფრო აქტიური მექნიზმი იმისთვის, რომ მათი მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს. ეს მთავრობაზე შემოტანილია ცვლილების სახით, ველოდებით, რომ დღეს ან ხვალ მოხდება მისი ამოქმედება, ხოლო შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ვნახოთ, ეს ინტერვენცია რა შედეგს მოგცვემს. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო ოფისთან, რათა მოვისმინოთ, დამატებით რა სახის ინტერვენციები შეიძლება გამოვიყენოთ ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, მაგრამ მნიშვნელვანია ის, რომ ერთი მიმართულებით, დადებითი მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია. 60%-ს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ 60% ჩვენთვის არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. დღეს ჩვენი ამბიცია უფრო მაღალია. გვინდა, რომ 60%-ს გავცდეთ. ეს არის ძალაინ პრობლემური“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების კამპანია დაიწყება ამ კვირიდან, როგორც კი მთავრობა შესაბამის დადგენილებას საბოლოო სახით მიიღებს.

რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მისი ეფექტურობის დადგენას დრო სჭირდება.

„ლატარიას დრო სჭირდება, რომ მისი ეფექტურობა შეფასდეს. ცოტა დრო გავიდა და შესაძლოა, ბევრი სხვა ფაქტი დაემთხვა მის აქტიურობას. ამდენად, ლატარიის ეფექტზე საუბარი როგორც წესი, ერთ და ორ კვირაში არ ხდება“,-განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო