თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენება კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებში ახალი მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენება კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებში ახალი მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში შემოვა. მისი თქმით, მონოკლონური ანტისხეულები იმ პაციენტებში გამოიყენება, ვისაც ვირუსის მიმდინარეობის დამძიმების მაღალი რისკი აქვს.

„მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ხდება უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, მაგრამ იმ პაციენტებიში, ვისაც აქვთ პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი, მაგალითად, აქვთ თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, რაიმე იმუნოკომპრომიტული დაავადება, ამ შემთხვევაშია ამ მედიკამენტების გამოყენება ნაჩვენები. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებშიც არის პროტოკოლი მათი გამოყენებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ჯგუფი, სადაც ჩვენც გამოვიყენებთ“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მართვის პროტოკოლში ცვლილებაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა ამისგან დამოუკიდებლად ახალი მედიკამენტების გამოყენება ქვეყანაში მისი ჩამოსვლისთანავე დაიწყება.

„ჩვენი პროტოკოლები ემყარება FDA-ის (ამერიკის წამლისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სააგენტო) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ამდენად ცვლილებები აისახება იმ სისწრაფით და თანმიმდევრობით, როგორც ეს ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პროტოკოლებშია. პრაქტიკულად უკვე დასრულებულია ცვლილებებზე მუშაობა და ვფიქრობ, სამინისტრო მომდევნო კვირაში განიხილავს ახალ ცვლილებას გაიდლაინების საბჭოს ფორმატში და მისი აღიარება მოხდება. თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ახალი მედიკამენტების გამოყენება უკვე დაიწყოს, რადგან პროტოკოლები გაზიარებულია კლინიკური ჯგუფის წევრებს შორის და მათ იციან ამ მედიკამენტების მოხმარება.

საუბარია მონოკლინურ ანტისხეულებზე, რომელიც არის „როშეს“ წარმოების და აღიარებულია როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციაც აქვს. საუბარია „ბარიციტინიბზე“, ასევე მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელთა მიღებასაც ველოდებით დონაციის სახით და „ტოცილიზუმაბის“ დამატებით მარაგს, რომლის წარმოება დაიწყო ერთ-ერთმა ძალიან წარმატებულმა ინდურმა კომპანიამ - „ჰეტერო“, მისგან შევისყიდეთ „ტოცილიზუმაბის“ ის რაოდენობა, რაც ქვეყანას დასჭირდება მომდევნო თვეეების განმავლობაში. ამასაც ველოდებით ოქტომბრის ბოლომდე. ყველა ეს მედიკამენტი ეტაპობრივად შემოვა, ნაწილი დაიწყებს ამ კვირაში შემოსვლას, ნაწილი მომდევნო კვირაში. კლინიკები მზად არიან, ეს მედიკამენტები გამოიყენონ, როგორც კი ის ქვეყანაში ჩამოვა. ეს კიდევ უფრო დაეხმარება მათ, გააუმჯობესონ მართვის ხარისხი“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეხეება ახალი მედიკამენტების ღირებულებას, გაბუნიას განმარტებით, ყველა მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაიფარება.

„ნაწილი არის დონაციის სახით, ნაწილის შესყიდვაზე მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პოროექტის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს