მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 2021 წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური სამახსოვრო საჩუქარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა თვაურმა ხუთ მაშველს გადასცა.

„სულხან კაჭარავა, გიორგი გოგეშვილი, გიორგი მშვიდობაძე, გურამ შარაშიძე და ნინო სალუქვაძე მთელი სეზონის განმავლობაში სხვა მაშველებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და ზრუნავდნენ მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე, შავი ზღვის სანაპიროზე წყალში მყოფი 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპიროზე იპოვეს და დაეხმარნენ 50 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 31 დამსვენებელს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში - შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.

ტურისტული სეზონის მიწურულს ყველა მაშველს, რომლებიც 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სახელით მადლობის სიგელები გადაეცემათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა