ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების 87%-ს ასაჯაროებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების 87%-ს ასაჯაროებს.

ამის შესახებ ცესკოს წევრმა, ივანე ნორაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნორაკიძემ აღნიშნა, ჩანაწერების ნახვა ნებისმიერ მსურველს ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებით შეუძლია.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი არჩევნები, სადაც უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 3200 უბანზე მოხდა ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. ძალიან ბევრი ადამიანის პროცესში ჩართულობით მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი. არჩევნებიდან 5 დღის ვადაში უნდა მომხდარიყო ჩანაწერების ატვირთვა სპეციალურ სივრცეში. თუმცა, 24-საათიან რეჟიმში უწყვეტი მუშაობის შედეგად მოხერხდა, რომ თითქმის 87%-ს ვასაჯაროებთ არჩევნებიდან მე-3 დღეს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს ცესკოს ვებ-გვერდზე, სადაც უკვე განთავსებულია შესაბამისი ბმული და google drive-ის მეშვეობით შესაძლებელია უბნების შედეგების უმეტესობის ნახვა, ჩამოტვირთვა და საჭიროებისამებრ მათი გამოყენება“, - განაცხადა ნორაკიძემ.

ნორაკიძემ პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „დღევანდელი მონაცემებით, ეს პროექტი შედგა ძალიან წარმატებით, რაც ბევრ ადამიანს გაუჩენს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ“.

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც საჩივარი ექნება ხმების დათვლის პროცესთან დაკავშირებით, ექნება უტყუარი მტკიცებულება“, - განაცხადა ნორაკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო