ბადრი ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრმა შეიძლება თქვას, რომ ვინმეს დაუმძიმებს დანაშაულს? - ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ ნება-სურვილს

პრემიერ-მინისტრმა შეიძლება თქვას, რომ ვინმეს დაუმძიმებს დანაშაულს? - ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ ნება-სურვილს,- ასე ეხმიანება „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და ეს პარტნიორებმა კარგად იციან.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული და არ არის თავისუფალი, აქედან გამომდინარეობს ის მოწოდებები, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა შეიძლება თქვას, რომ დაუმძიმებს დანაშაულს? ეს ხომ სამარცხვინოა და მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ ნება-სურვილს, ამას თვითონ აღიარებენ ფაქტობრივად მათი ლიდერები და ვერ ხვდებიან, რომ ამით ხაზს უსვამენ სასამართლოს სრულ კონტროლს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო