ანა ნაცვლიშვილი - მივულოცავ ამ ქვეყანას, რომ ერთპარტიული მმართველობისგან გათავისუფლება იწყება

მივულოცავ საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ მმართველობაში უზარმაზარი ბზარის გაჩენას ძალიან სამართლიანად. მივულოცავ ამ ქვეყანას, რომ იწყება გათავისუფლება ერთპარტიული მმართველობისგან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არჩევნები ჩატარდა დაშინების, მოსყიდვის, ზეწოლის, გაყალბების პირობებში და ამის თაობაზე ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომელიც არ გაქრება.

„გაგიკვირდებათ, ალბათ და ვფიქრობ, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დავეთანხმები ბატონ ირაკლი კობახიძეს და მივულოცავ საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ მმართველობაში უზარმაზარი ბზარის გაჩენას ძალიან სამართლიანად. მივულოცავ ამ ქვეყანას, რომ იწყება გათავისუფლება ერთპარტიული მმართველობისგან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ქართველ ხალხს გვპირდებოდით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

არჩევნები, რომელიც ჩატარდა დაშინების, მოსყიდვის, ზეწოლის, გაყალბების პირობებში და ამის თაობაზე არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც არ გაქრება. მაგალითისთვის, თავს რომ იმშვიდებთ ხოლმე „ერთი ბიულეტენი გაიტანა კოლექციონერმა მოქალაქემო“, ასეთი არგუმენტები რომ გაქვთ ხოლმე, ჩვენი კანდიდატის მიმართ საბურთალოს ერთ-ერთ ოლქში, რამდენი ხმა აქვს იცით მოპარული წესიერად დათვლის პირობებში? - ერთი და ორი კი არა, 116. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი ერთი საარჩევნო უბნიდან როგორ პარავდით დღისით, მზისით, ერთ კანდიდატს 116 ხმას ეს იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთი კანდიდატი ამდენ ხმას საერთოდ ვერ იღებს. ასე ჩატარებულ არჩევნებს „გილოცავთ“!”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები უდიერად მოექცნენ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100-მეტრიანი დანაწესი „თავზე დაგახიათ“.

„რაც ამ არჩევნებში ასევე ვნახეთ, სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებები მათ შორის კი ლიდერობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოეპყრო იმ საარჩევნო რეფორმას, რომლის მიღებაშიც საათები დახარჯეთ. 100-მეტრიანი რადიუსის დანაწესი თავზე დაგახიათ თქვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მრავალჯერადი უმოქმედობით. ასეთი არჩევნები ჩაატარეთ, ამიტომ არის უმძიმესი და უპრეცედენტოდ მწვავე შეფასებები ამ არჩევნებთან დაკავშირებით. „დაუჯერებელი იმედგაცრუება“ და „დრამატული დაშორება 2012 წელს“, - დრამატულად დაშორდით 2012 წელს და ამიტომ დაიწყო თქვენი ხელისუფლების დამარცხება, გაფორმდება ეს და აღარასოდეს ამ ქვეყანაში აღარ დაბრუნდება ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა. ამის განაჩენი გამოიტანა ქართველმა ამომრჩეველმა 2 ოქტომბერს და ეს საქმე იქნება მიყვანილი ბოლომდე. თქვენ შეხვდებოდით გამარჯვებული 2 ოქტომბერს, რომ შეგექმნათ ის, რასაც დაგვპირდით - სამართლიანი სასამართლო, დეპოლიტიზირებული პროკურატურა და პოლიტიკურად ნეიტრალური სუს-ი, სუს-ი, რომელიც თქვენც გისმენთ, თქვენც გაშანტაჟებთ და ახლა გასაგებია ჩემთვის რატომ აჭერთ „მწვანეს“ ან „წითელს“, როცა მოგთხოვენ, იმიტომ, რომ შანტაჟის ქვეშ ხართ თქვენც“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა