ანა დოლიძე ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების გამართვას სთავაზობს

პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

როგორც პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მათთან კონსულტაციების, მსჯელობის შედეგად მიიღებს.

“ჩვენ დღეს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როდესაც მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს და ათი ათასობით მხარდამჭერს გასაკეთებელი აქვს ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი არჩევანი. ჩვენი ამომრჩეველი აბსოლუტურად განსხვავებულია, ამ ამომრჩევლის მთავარი ფასეულობა არის მომავალი. იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი პოლიტიკა საქართველოში, ჩვენს წევრებს, ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციებს ვთავაზობთ. როდესაც ჩვენ დავუკავშირდებით პარტიის თითოეულ წევრს, ჩვენს ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს, ჩავატარებთ კვლევებს სოციალური ქსელით და ასევე, პირადად, რათა გავიგოთ, მათი შეხედულება, თუ როგორ უნდა მოიქცეს პარტია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. პირველად, ყველა წარმოდგენილი პარტიებიდან, პირველად და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას არა ერთპიროვნულად, რაც ხდება ქვეყანასა და პარტიებში, არამედ ჩვენს ამომრჩეველთან, ხალხთან ერთად. ერთადერთი რამის გვჯერა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება ეს არჩევნები, საქართველოში მმართველობა უნდა იყოს ხალხისთვის და ხალხთან ერთად“, - განაცხადა დოლიძემ.

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სიის პირველი ნომრის ალექსანდრე რატიშვილის განაცხადებით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ პარტია ნამდვილად ხალხის ინტერესებს ითვალისწინებს.

„მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებთან, თითოეულ მათგან სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო არხებით, იქნება ეს სატელეფონო, „ფეისბუქი“ თუ სხვა სოციალური მედია, მხოლოდ და მხოლოდ მათთან კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდებით და ოფიციალურად განვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. ეს იქნება არა მცირე ჯგუფის, მცირე ბირთვის გადაწყვეტილება, არამედ მთელი პარტიის, მთელი მისი შემადგენლობის ერთობლივი გადაწყვეტილება“,-განაცხადა რატიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს